ახალი ამბები
შოთა მურღულია ქუთაისელ პედაგოგებს – ვიცი როგორ შრომობთ
FaceBook
5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ქუთაისელ პედაგოგებს პროფესიულ დღეს ქალაქის მერი, შოთა მურღულია ულოცავს.

"ჩვენი ქალაქის სახელოვან პედაგოგებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს, ჩემთვის ყველაზე ძვირფას პიროვნებებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. მე თავად პედაგოგთა ოჯახში გაზრდილს განსაკუთრებულად ვუდგები ამ დღის აღნიშვნას. ვიცი როგორ შრომობთ, როგორი რუდუნებით ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ უდიდეს მოვალეობებს. გილოცავთ ძვირფასო პედაგოგებო მასწავლებლის დღეს! იყავით მხნედ, რამეთუ მხნედ მყოფმა და ენერგიულმა უნდა აღზარდოთ ჯანსაღი თაობა," – აღნიშნულია მილოცვის ტექსტში, რომელსაც მერიის პრეს–სამსახური ავრცელებს.

მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მესხიშვილის დრამატულ თეატრში 2 საათზე ღონისძიება გაიმართება.



Print