ახალი ამბები
მეტი ქალი პარლამენტში - მდუმარე აქცია ქუთაისში
FaceBook
კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა "სოხუმი", პარლამენტში ქალ კანდიდატთა მხარდასაჭრად, ქუთაისში მდუმარე აქცია გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის "ამომრჩეველ ქალთა კლუბების" ფარგლებში, აქციაში მონაწილეობა NGO სექტორის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.

"ჩვენი მიზანია ქალთა გააქტიურება და გაძლიერება, მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალ კანდიდატებს პარლამენტში",- განაცხადა ფონდი "სოხუმის" პროექტის "ამომრჩეველ ქალთა კლუბების" ასისტენტმა, ლელა შენგელიამ.

ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერი ღონისძიება დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქს მოიცავს, სადაც მდუმარე აქცია ერთდორულად გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულ პროექტს 2016 წლის 1 აგვისტოდან ახორციელებს. პროექტის ბოლოს, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

Print