ახალი ამბები
ქუთაისში 7 საქალაქო სასაფლაო დახურულია
FaceBook
ქუთაისში არსებული 13 საქალაქო სასაფლაოდან 7 სასაფლაო დახურულია.
დახურულად ის სასაფლაოები ითვლება, სადაც ახალი მიწის ნაკვეთის გაცემა აღარ ხდება.
"დახურულ სასაფლაოებზე, სადაც მიწები უკვე ნაყიდი აქვს მეპატრონეს მაგრამ დასაკრძალი ადგილები კიდევ არის, რათქმაუნდა დაკრძალვა შესაძლებელია, რისთვისაც ის მხოლოდ მიწის გაჭრისა და დარძალვის ხარჯს 150 ლარს იხდის,"- ამბობს შპს საქალაქო სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, "ქართული ტრადიციების" ხელმძღვანელი გოჩა მარგველაშვილი.
ახალი მიწის ნაკვეთები ქუთაისის საქალაქო სასაფლაოებიდან გაიცემა 6 სასაფლაოზე: ავანგარდის ავტოქარხნის, ოღასკურას, ჭომის, გოჭოურას და კიბულის სასაფლაოზე.
ანა ჯანაშია

Print