ახალი ამბები
"ვწერთ ვეფხისტყაოსანს პოლონურად" – შეხვედრა ტორუნში
FaceBook
ტორუნის იოანე პავლე მეორის სახელობის ლიცეუმის დამამთავრებელი კლასის 50-მდე მოსწავლემ "ვეფხისტყაოსანი" პოლონურ ენაზე გადაწერა.

ღონისძიება პროექტის "ვწერთ ვეფხისტყაოსანს პოლონურად" ფარგლებში განხორციელდა.

შესრულებული ნამუშევრებიდან 5 საუკეთესო შეირჩა, რომელთაც სიგელები, სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

"საინტერესო შეხვედრა გაიმართა ლიცეუმის დირექციასთან. როგორც დირექცია, ასევე, სტუდენტები ქუთაისში უახლოეს მომავალში სტუმრობის დიდ სურვილს გამოთქვამენ"-, ამბობს პროექტის ავტორი, შალვა კამლაძე.

მისივე თქმით, მსგავსი აქტივობა პოლონეთის ქალაქ ლუბლინში წლის ბოლომდე გაიმართება, რაზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია.

პროექტი "საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის" მიერ არის ორგანიზებული.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO -ს გადაწყვეტილებით, 2016 წელი მსფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა.







Print