ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი - ხალხი "ქოცებად" და "ნაცებად" არ უნდა დაიყოს
FaceBook

"თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლია გვენეტაძე საზოგადოებას გაერთიანებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.


მისი განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში დაძაბულობა შეიმჩნევა.

ამის მაგალითად გვენეტაძეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ცემის ფაქტი მოჰყავს.

"საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ერი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ხალხი ორ დაპირისპირებულ ბანაკად, ე.წ. "ნაცებად" და "ქოცებად" არ უნდა დაიყოს. ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს. ძალადობის ფაქტებმა პოლიტიკურ ჭრილში შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ხელისულებამ რეაგირება უნდა მოახდინოს, რათა სამოქალაქო ომი არ მოხდეს," - განაცხადა ლია გვენეტაძემ.

პარტიამ "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის" ქუთაისში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი წარადგინა.

#47-ე ოლქში გამარჯვებისთვის ლია გვენეტაძე იბრძოლებს, ხოლო # 48 ოლქში ნუგზარ უგლავა.


 

Print