ახალი ამბები
"თავისუფალი დემოკრატები" წყალტუბოში სააგიტაციო მასალის განზრახ დაზიანების ფაქტებზე საუბრობენ
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ სამ სოფელში საარჩევნო მასალების განადგურების მცდელობის ფაქტებზე საუბრობენ.

სააგიტაციო პლაკატების მიზანმიმართულად დაზიანებაზე "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვალერი ჩეჩელაშვილი ირწმუნება.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით სოფელ ფარცანაყანებში, გეგუთსა და მაღლაკში სარეკლამო სტედნებიდან მისი პლაკატები ჩამოხიეს.

"ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტია ძლიერია, რაც ოპონენტებს აშინებთ. კონკრეტულად ვერავის დავადანაშაულებ, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ დაპირისპირების ამ ფორმას აზრი არა აქვს, რადგან ეს ვერ მოახდენს ზეგავლენას ამომრჩევლის ნებაზე,"- ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, პარტიამ ამ ფაქტებზე პოლიციას უკვე მიმართა და მიმდინარეობს გამოძიება.

ჩეჩელაშვილი საარჩევნო სააგიტაციო მასალების განზრახ დაზიანების გარდა, სარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზეც საუბრობს.

როგორც ის ირწმუნება, საერთო საარჩევნო სიაში 30% არარსებული ამომრჩეველია რეგისტრირებული.





Print