ახალი ამბები
ქუთაისში სასაფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 130 000 ლარი დაიხარჯა
FaceBook
აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე  საქალაქო სასაფლაოებთან მისასვლელი გზები
სრულადაა მოწესრიგდა. თუმცა გამონაკლისს, ოღასკურას სასაფლაოსთან, წყალტუბოსკენ მიმავალი გზა წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი საუბრობს.
"სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა ახლახანს დასრულდა საფიჩხიის უბანში, სხვა სასაფლაოებთან გზები მოწესრიგებულია, თუმცა ვერ მოხერხდა წყალუბოსკენ მიმავალი გზის მოწყობა, ეს ტერიტორია წყალტუბოს ეკუთვნის და როცა მოხდება მათი მხრიდან გადმოგვცენ უფლება ეს გზა მოვაწესრიგოთ, გზაც მოეწყობა,"- ამბობს მიქიაშვილი.
მიმდინარე წელს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარი დაიხარჯა.

ანა ჯანაშია
Print