ახალი ამბები
სამართლიანი არჩევნები- გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები
FaceBook
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
"საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ზეწოლა მუქარის 11; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8; ფიზიკური დაპირისპირების 6; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; პარტიული ოფისის დაზიანების 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 37; სიძულვილის ენის გამოყენების 4; არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი", - ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, პაატა ბურჭულაძის ქუთაისის ოფისის დარბევის ფაქტიც. ასევე, ადმინიტრაციული რესურის გამოყენებად იქნა შეფასებული ტყიბულში სპორტის სასახლის საზეიმო ვითარებაში გახსნა. ხელისშეშლად შეფასდა წყალტუბოში "თავისუფალი დემოკარატების" საარჩევნო პლაკატების დაზიანება-განადგურება.

საერთო ჯამში, ანგარიშში იმერეთის რეგიონის 12-დან 7 მუნიციპალიტეტი - ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, ხონი და ხარაგაული მოხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები ქვეყნის მასშტაბით, 2016 წლის 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.



Print