ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სწავლის საფასურს დააფინანსებს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტთა დაფინანსებას იწყებს.

აკადემიური დაწესებულების იმ სტუდენტებს, რომლებიც სოცილურად დაუცველნი, საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადადგილებული, დედით ან მამით ობოლი, დედმამიშვილი ან ცოლ-ქმარი სტუდენტები არიან, სწავლის გადასახადი 100-300 ლარამდე თანხით დაუფინანსდებათ.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართვეობის პრეზიდენტის, გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, ყველა სტუდენტი დაფინანსდება, რომელიც ამ პროგრამაზე დარეგისტრირდება.

"სტუდენტი ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. რაოდენობა შეზღუდული არ არის. რამდენი მათგანიც დარეგისტრირდება, ყველას დავაფინანდებთ," - განაცხადა გიორგი ოკრიბელაშვილმა.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში # 1130 აუდიტორაში მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე შეუძლიათ. მათ თან კრიტერიუმის დამდასტურებელი დოკუმენტაცია უნდა იქონიონ.



Print