ახალი ამბები
თანასწორობას წარმატება მოაქვს - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის აგრარულ ბაზართან აქცია ჩატარდა "ხმა მიეცი თანასწორობას".

ღონისძიება, რომელიც ქუთასისი გენდერის მედიაცენტრმა განახორციელა, მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობას ისახავდა მიზნად.

აქციის მონაწილეები საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემითა თუ პირადი საუბრებით, მოსახლეობას აცნობდნენ ქალთა მონაწილების მნიშვნელობას პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებსა თუ საკანონმდებლო ორგანოში.

"უკვე შვიდ დღეში იქნება საპარლამენტო არჩევნები. ქუთაისიდან 9 ქალი კანდიდატია წარდგენილი. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამომრჩევლებმა კარგად გააცობიერონ და გააანალიზონ ქალების პარალამენტში მოხვედრის მნიშვნელობა, რადგან ჩვენ თუ გვინდა მეტი დემოკრატია, უკეთესი ცხოვრება, როგორც ბავშვების ასევე ქალების პრობლემების გადაწყვეტა, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა სეგმენტის სწორად წარმართვა, აუცილებელია, რომ ქალმა თანაბრად მიიღოს მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში", - აღნიშნა ქუთასისი გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა, ქეთი ბერძენიშვილმა.

აქცია საქართველოს 8 ქალაქში ჩატარდა.

ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის და ქუთასის გენდერის მედიაცენტრის აქციების სერია, რომელიც მიძღვნილი იყო ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად, დასრულდა.

Print