ახალი ამბები
ქუთაისში 400 ახალი სანაგვე ურნის მონტაჟი დიწყო
FaceBook
ქუთაისში ახალი, თანამედროვე დიზაინის, ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება დაიწყეს. ქალაქის ქუჩებში 400 ახალი ურნის მონტაჟი ოცი დღის მანძილზე მოხდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ნიუ არტი" ახორციელებს. ახალი ურნების შეძენა-დამონტაჟებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ორგანიზებას და მეთვალყურეობას ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში უწყება ააიპ "სპეციალური სერვისები" უწევს.
ქალაქში ურნების არ არსებობის გამო უკმაყოფილებას პარტია "თავიუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელბი გამოთქვამდნენ.
Print