ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავარიული სახურავების რეაბილიტაციაზე 115 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციას გეგმავს.
ამ მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 115 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (SPA160025874) 2016 წლის 30 სექტემბერს გამოცხადა, სადაც წინანდების მიღება 16 ოქტომბერს იქნება შესაძლებელი და 21 ოქტომბარმდე გაგრძელდება.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა #5, გორის ქუჩა #12 ბ, დედა-ენის ქუჩის 1 ჩიხის #1, დია ჩიანელის ქუჩა #15, ზ. ანჯაფარიძის #2, თამარ მეფის ქუჩა #17, #65, #113, თბილისის ქუჩის მე-10-ე ჩიხის #3, კიკვიძის ქუჩა #23, კლდიაშვილის ქუჩის პირველი შესახვევის #3, კლდიაშვილის ქუჩა #46, #134, მუხრან მაჭავარიანი ქუჩა #5, ნიზამიძის ქუჩის პირველი შესახვევის #18, სოლომონ მეორის ქუჩა #33, ჩანჩიბაძის ქუჩა #4,წერეთლის ქუჩის მეორე შესახვევის #2, წმიდა ლუკას ქუჩის #54, წმინდა ლუკას ქუჩის მეხუთე შესახვვის #3, წყალტუბოს ქუჩის პირველი შესახვევის #1, წყაროს ქუჩის #21, წყალტუბოს ქუჩა #33 -ეს იმ მისამართების ჩამონათვალია, სადაც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლის სახურავის რეაბილიტაციას განახორციელებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სახურავების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მიმდინარე წლის 25 დეკმებრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.




Print