ახალი ამბები
ცესკო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას აკეთებს
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალური ქსელის "facebook"-ით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს.

ცესკოს მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"სოციალური ქსელის "facebook"-ის მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება და გავრცელება ასევე, მოხდა სოც.ქსელების სხვა მომხმარებლების მიერ.

საარჩევნო ადმინისტრაცია არ აწარმოებს არანაირი სახის გამოკითხვებს სუბიექტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ცესკო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არასწორი ინფორმაციის გაჟღერებისა და გავრცელებისგან,"– აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.


Print