ახალი ამბები
ქუთაისში პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო შტაბი დაარბიეს
FaceBook
ქუთაისში პარტია "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის " შტაბი დაარბიეს.

პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ბაღდავაძის განცხადებით, კ. გამსახურდიას #19- ში მდებარე შტაბი დილით დარბეული დახვდათ.

"12 საათისთვის, როდესაც ოფისში მივიდნენ პარტიის წევრები, დახვდათ გადაბრუნებული მაგიდები, ჩამოხეული პლაკატები და ფლეერები, ასევე, წაღებულია ამომრჩეველთა სიები," - განაცხადა ზვიად ბაღდავაძემ.

მისი განმარტებით, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Print