ახალი ამბები
მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს
FaceBook
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში 10 ტურისტი უამინდობის გამო დაიკარგა.

მათ გზის გაგრძელაბა ვერ შეძლეს და დახმარებისთვის შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ს მიმართეს.

უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში დაკარგული ტურისტები იპოვეს.

20 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის ფეხით გავლის შემდეგ, მაშველებმა უცხოელი ტურისტები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
Print