ახალი ამბები
ქუთაისის "წყალმომარაგების კომპანიის" სერვისცენტრში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის დაცვის თანამშრომელი, გოგი ჩიღვინაძე თანამშრომლებმა გარდაცვილი იპოვეს.

"სამსახურში მისულ თანამშრომლებს კარი ღია არ დახვდათ და იფიქრეს, რომ გოგი სამსახურში არ იყო. მერე გადაწყვიტეს კარის შემტვრევა. სწორედ, ოთახში ნახეს ჩემი შვილის ცხედარი," - ამბობს გარდაცვლილის მამა, რობერტ ჩიღვინაძე.

ოჯახის წევრების განმარტებით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. წინასწარი დასკვნის შედეგად, ის გულის ინფარქტით არის გარდაცვლილი. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ერთ თვეში იქნება ცნობილი.

37 წლის გოგი ჩიღვინაძემ "წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრის დაცვის თანამშრომლად მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწო.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი "ქართული ოცნების" ქუთაისის ოფისში იპოვეს. გარდაცვლილი აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იყო.

გოგი ჩიღვინაძის გარდაცვალების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print