ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობის წინ ამ დროისთვის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

ადგილზე პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გიორგი თევდორაძე, აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი იმყოფებიან.

# 49 საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი წერეთელმა "ქუთაისპოსტთან" საუბარში განაცხადა, რომ მხარდამჭერებს ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონებიდანაც ელოდებიან.

"2 საათზე დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრას. აქამდე რამდენიმე ლოკაცია გვქონდა, პირველი სკოლის მიმდებარედ, ასევე, წმინდა ნინოს ქუჩაძე. თუმცა, ახლა გადავწყვიტეთ მერიის შენობის წინ ჩავატაროთ შეხვედრა," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

წმინდა ნინოს ქუჩა საპარტულო პოლიიცის მიერ გადაკეტილია.




Print