ახალი ამბები
"თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ორგანიზაცია პოლიციას მიმართავს
FaceBook
"თავისუფალი დემოკარტების" წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიციას მიმართავენ.
ისინი ადგილობრივ საარჩევნო პლაკატების განადგურების შესახებ ინფორმაციის მოკვლევას ითხოვენ.

"რამდენიმე დღეა მასიურად ხორციელდება ჩვენი სააგიტაციო მასალების განადგურება. გუშინ სოფელ გეგუთში დაგვიჭრეს გარე ბანერი, ჩამოხეულია ათეულობით პლაკატი და ეს ფაქტები უკვე სისტემურ ხასიათს იღებს. ჩვენ უკვე მივმართეთ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ადგილობრივ პოლიციის სამმართველოს და დაწყებულია მოკვლევა", - განმარტავენ "თავისუფალი დემოკარტების" წყალტუბოს ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პოლიტიკურ პარტიაში სააგიტაციო მასალების განადგურებას საარჩევნო კამპანიის განხორცილების ხელშეშლად აფასებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში  განმარტავენ, რომ აღნიშნულზე მოკლევა უკვე დაწყებულია. 



Print