ახალი ამბები
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის საკვები მიკროელემენტები უფასოდ გაიცემა
FaceBook
ქუთაისში საკვებ მიკროელემენტებს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე პუშკინის ქუჩაზე მდებარე, N4 აფთიაქში გასცემენ.


სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს ქვემოთაა და 6-დან 23 თვემდე ბავშვები ჰყავთ, საკვებ დანამატებს უფასოდ მიიღებენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული ბავშვი მოხმარებისათვის ერთჯერადად 6 კოლოფს, ანუ 180 პაკეტ მოკროელემენტს მიიღებს.

ოჯახებს აფთიაქშივე გადაეცემათ მიკროელემენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი მისი მიღების წესი.
ბენეფიციარმა აფთიაქში უნდა წარადგინოს ბავშვის დაბადების და ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საკვები დანამატების მისაღებად არ არის საჭირო ექიმის დანიშნულება.

"მიკროელემენტებით გაჯერებული საკვების მიღება მნიშვნელოვანი პრევენციაა ბავშვებისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ნივთიერებათა დეფიციტი და მისგან გამოწვეული ავადობა," - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ქუთაისში საკვებ მიკროელემენტებს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე პუშკინის ქუჩაზე მდებარე, N4 აფთიაქში გასცემენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიკროელემენტების კომპლექსი ფრანგულ ფირმა“ DSM Nutritional Products Europe Ltd “-ს მიერაა წარმოებული და მასში 15 მიკროელემენტი შედის, მათ შორის: რკინა ( Iron (EFF 10 mg), Aვიტამინი, (400 mcg RE), თუთია (ZnG 4.1 mg), C ვიტამინი- Vitamin C (AA 30 mg), ფოლიუმის მჟავა (Folic acid (90 mcg), ვიტამინი D3 ( Vitamin D3 (5.0 mcg), ვიტამინი E (Vitamin E (TE 5.0 mg), ვიტამინი B1 (Vitamin B1 (0.5 mg), ვიტამინი B2 (Vitamin B2 (0.5 mg), ვიტამინი B6 (Vitamin B6 (0.5 mg), ვიტამინი B12 (Vitamin B12 (0.9 mcg), ვიტამინი ბეB (Niacin (6.0 mg), სპილენძი (CuS 0.56 mg), Iodine (KI 90 mcg), სელენი (Selenium (NaS 17 mcg).



Print