ახალი ამბები
მოქალაქემ ქუთაისის მერიის მისაღებში საპატრულო პოლიცია გამოიძახა
FaceBook
ქუთაისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში მოქალაქემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

თამარ ღიბრაძეს პოლიცია მას შემდეგ დასჭირდა, რაც მას მერიის დაცვის თანამშრომლებმა შენობის დატოვა მოსთხოვეს.

"მაქვს ოჯახური პრობლემები და ვითხოვ დახმარებას. ვალერი შაშიაშვილის სახელზე მინდოდა საშვი და ველოდებოდი მის მოსვლას, მაგრამ დაცვამ მითხრა, რომ შენობა დამეტოვებინა", - განაცხადა ღიბრაძემ.

თავის მხრივ, მერიის დაცვის პოლიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოქალაქის მისვლის დროს შესვენება იყო. ამ მიზეზის გამო კი ქუთაისის მერის მრჩეველი, ვალერი შაშიაშვილი შენობაში არ იმყოფებოდა.

მათ მოქალაქეს აუხსნეს, რომ მის მოსვლამდე საშვს ვერ გამოუწერდნენ და მოქალაქეთა მისაღებში დალოდებოდა.
Print