ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ე.წ სამტრედიის ხიდთან, "ნისანისა" და "ნივის" მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად, ეს უკანასკნელი ამობრუნდა.

თვითმხილველთა თქმით, ორივე მათგანი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "ნივის" მძღოლი და "ნისანში" მყოფი ქალბატონი და ბავშვი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესებით დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.


Print