ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო კორპუსის პრეზენტაცია იგეგმება
FaceBook

აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საბიბლიოთეკო კორპუსის პრეზენტაციაა დაგეგმილი.


საბიბლითეკო კორპუსის მშენებლობისთვის გამოცხადებული 2 543 008 ლარიანი ტენდერი უკვე დასრულდა.

წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და მალე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება.

საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის 200 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს.

ბიბლიოთეკის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

 

Print