ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურმა, სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

მათ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამის უპირატესობების გააცნეს.

"ვხვდებით დაინტერესეულ პირებს ქუთაისში, რათა გავაცნოთ ის შესაძლებლობები და პროგრამები, რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მათ შესაძლებლობა აქვთ გახდნენ ჩვენი სტიპენდიანტები," – განაცხადა დოქტორმა, მარტინ რაქსენტალერმა.

სტიპენდიანტების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის წარდგენა ნოემბრის ბოლომდე, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურში შეუძლიათ.

ორგანიზაცია სტიპენდიებს სხვადასხვა პროფესიის სტუდენტებისთვის, მკვლევარებისთვის და პროფესორ მასწავლებლებისთვის გასცემს.



Print