ახალი ამბები
ტყიბულის გამგეობა გაქურდეს
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ოთახიდან კომპიუტერი მოიპარეს, რომელშიც სავარაუდოდ საფინანსო სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია ინახებოდა.

არსებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, გამგეობის თანამშრომლები პოლიციაში მთელი დღე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ქურდობის ფაქტს ტყიბულის გამგეობაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარის გამო მათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულიხმობს და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

Print