ახალი ამბები
ქუთაისში „ორმაისობის“ დღესასწაულზე ბიუჯეტით გათვალისწინებულზე 17 ათასით ნაკლები დაიხარჯება
FaceBook
ორმაისობას დღესასწაულისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული 100 ათასის ნაცვლად 83 ათასი დაიხარჯება.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ შესაძლებელია თანხებმა ცვლილებები კიდევ განიცადოს.
როგორც სასმსახურის მიერ მომზადებულ პროგრამაშია აღნიშნული, "ორმაისობას" იგივე "გვირილობას" ქუთაისში ათობით კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართება, რომელთაგან ყველაზე ძვირი გალა კონცეტრი ( 33 700 ლარი) და ძაღლების საერთაშორისო გამოფენა (15 400 ლარი) დაჯდება.
ასევე, მოეწყობა ელექტრონული მუსიკის კონცერტი (6799ლარი), სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური მატჩები კალათბურთში (7000 ლარი).
ასევე, გაიმართება "სურვილების ღამე", რომელსაც ბაგრატის ტაძრის ეზო უმასპინძლებს (1200 ლარი). 
ეკა კუხალაშვილი
Print