ახალი ამბები
ნატო ქათამაძე-ქუთაისში არქიტექტორის ნაცვლად კვების ტექნოლოგი გვყავს
FaceBook
"რესპუბლიკური" პარტიის ქუთაისის # 48-ე ოლქის  მაჟორიტარობის კანდიდატმა ნატო ქათმაძემ, არქიტექტორებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე,  ქუთაისისის მერიის არქიტექტურის სამსახური გააკრიტიკა.  

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა, წინა ხელისუფლების მსგავსად,  ქალაქში სკვერების გაყიდვის პრაქტიკას აგრძელებს.

"წინა ხელსიუფლების მსგავსად, უკანონონოდ ხდება სკვერების გასხვისება. მშენებლობებზე კი ნებართვები ყველა   ნორმის დარღვევით გაიცემა.    გამოდის, რომ არქიტექტორის ნაცვლად კვების ტექნოლოგი ყავს ქალაქს, მხოლოდ სახელად ჰქვია მას არქიტექტორი",-განაცხადა ნატო ქათამაძემ ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსზე,  ბექა ჭეიშვილზე.

ქათამაძემ ბუხაიძის #18-ში 7 სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის მერიის მიერ გაცემულ ნებართვასა და რიონის სანაპიროზე კაფე-ბარ "არგოს"  მშენებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე არქიტექტურის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  მშენებლობის პრობლემები მანამდე არ მოგვარდება, ვიდრე,  ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა არ შემუშავდება.
Print