ახალი ამბები
ზვარეში გაფიცულმა მუშებმა რკინიგზის გვირაბის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს
FaceBook
ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის გაფიცულმა მუშებმა გვირაბის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს

გაფიცულების ინფომაციით, გვირაბი დღეს გადაკეტეს და მძიმე ტექნიკას არ აძლევენ გვირბში შესვლის საშუალებას.

"ადამიანები ჩვეულებრივად გადაადგილებიან მათ არ ვუშლით შესვლას, თუმცა მძიმე ტექნიკა ვერ შევა გვირაბში", - აღნიშნავს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის უფროსი, პაატა ნინუა.

გვირაბს ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აშენებს, რომელიც "საქართველოს რკინიგზის" კონტრაქტორია.

გაფიცულების განმარტებით პიკეტირების აუცილებლობა გამოიწვია კომპანიის მხრიდან მუშების მოთხოვნების მიუღებლობამ. მუშები თვეში 26 სამუშაო და  ოთხ დასვენების დღეს ითხოვენ ანაზღაურების შენარჩუნების პირობით. თუმცა კომპანია ამ დათმობაზე არ მიდის და არასამუშაო დღეში თანხას უქვითავს მუშებს.

ზვარეში გაფიცულ მუშებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციას ჯანდაცვის სამინისტრო უწევს, თუმცა გაფიცულები ამბობენ, რომ ამ მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო.

ზვარეში, გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები 19 სექტემბერს გაიფიცნენ მძიმე და გაუსაძლიის სამუშაო პირობების გამო.

ისინი დამსაქმებელს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას უყენებენ.

გაფიცულების თქმით პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დამსაქმებლები მუშების მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებენ.
Print