ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "მრეწველები" უქმდება
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს ფრაქციას "ქართული ოცნება-მრეწველები" დღეს საკრებულოს სხდომაზე გააუქმებენ.


ფრაქცია სულ სამ დეპუტატს: ლაშა გვენეტაძეს ვიქტორ დოლიძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა ყანჩელს აერთიანებს.

ფრაქციის დაშილის მიზეზად ერთ-ერთი წევრის, ლაშა გვენეტაძის საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენა სახელდება.

ქუთაისის საკრებულოში სულ 6 ფრაქცია იყო წარმოდგენილი ესენია: ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობა", ფრაქცია "ქართული ოცნება-დემორატიული საქართველო" ფრაქცია, "კონსერვატორები" ფრაქცია" ქუთაისისთვის", ფრაქცია "სამართლიანობა" და ფრაქცია "ქართული ოცნება -მრეწველები".

საკრებულოს რიგით 26-ე სხდომა ამ დროისთვის მიმდინარეობს , სადაც დღის წესრიგში 6 საკითხი განიხილება.

ერთ-ერთი საკითხი კი ფრაქციის დაშლაა.

 

Print