ახალი ამბები
ლელა სებუა - ქალ კანდიდატებს არათანაბარ საარჩევნო გარემოში უწევთ მუშაობა
FaceBook
დეპუტატობის ქალ კანდიდატებს არათანაბარ საარჩევნო გარემოში უწევთ მუშაობა, - აღნიშნა „ირაკლი ალასანია- თავისუფალ დემოკრატებს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლელა სებუამ.


მან  აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა.

ლელა სებუამ ისაუბრა იმ უგულვებელყოფით დამოკიდებულებაზე რაც დეპუტატობის ქალი კანდიდატების მიმართ არსებობს და ეს აისახება როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების, ისე თანამშრომლობით საკითხებში.

დეპუტატობის კანდიდატმა პირადი პრაქტიკიდან მოიყვანა მაგალითები.

"კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად ურეკავენ ჩემს ქმარს და არ მირეკავენ მე. რაც მიმაჩნია რომ არასწორი და გარკვეულწილად ქალი კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა", - აღნიშნა ლელა სებუამ.

დეპუტატობის კანდიდატი რომელიც კენჭს # 49 საარჩევნო ოლქში იყრის დებატებში იწვევს ამ ოლქის ყველა დეპუტატობის კანდიდატს.

"მათ ვიწვევ დებატებში ქალთა საკითხებზე . საინტერესოა გაგვაცნონ რა დამოკიდებულებები აქვთ ქალთა საჭიროებებისადმი. რამდენად იცნობენ ამ საჭირობებს და როგორი მიმართება გააჩნიათ ქალთა დისკრიმინციის მიმართ საქართველოში", -აღნიშნა ლელა სებუამ.

დეპუტატობის კანდიდატი რეკომენდაციას თავაზობს არასამთავრობოებს და აღნიშანვს რომ საინტერესო იქნება შეაფასონ გენდერის კუთხით რამდენად ბალანსირებულად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი.
Print