ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სააღდგომო ნობათების გაცემა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის მერიამ სააღდგომო ნობათების გაცემა მიმდინარე კვირიდან დაიწყო. საააღდგომო ნობათები აღმაშენებლის გამზირზე ფოლკლორის სასახლის შენობის მიმდებარედ გაიცემა.
გაყინული ქათამი, შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, პურის ფქვილი, კვერცხი, კარაქი და პასქა - ამ პროდუქტს მერიისგან საჩუქრად ქუთაისში მცხოვრები 2 400 ოჯახი  მიიღებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული პროდუქტების შესასყიდად ტენდერი მარტში გამოაცხადა. 60 000 ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობა რამდენიმე კომპანიამ მიიღო (შპს "ელე", შპს "ნიუ არტი", შპს "მონოპოლი", შპს "ნიუ სტარი", შპს "უსაფრთხო ქალაქი" და შპს "ტენდერი 123"). თუმცა, ვაჭრობის შედეგად, სააღგომო ნობათების შესყიდვა შპს "ტენდერი123" -ს 46 965 ლარის სანაცვლოდ დაევალა.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საჩუქრების გაცემა 10 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს.
თეკლე მორგოშია

Print