ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის ახალი სეზონი პრემიერების სიმრავლით
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ახალ სეზონზე რამდენიმე პრემიერას გეგმავენ.

როგორც თეატრში აცხადებენ, 2016 წლის 11-12 ოქტომბერს მათეი ვიშნეკის პიესის "რა ვუყოთ ამ ვიოლონჩელოს" მიხედვით დადგმული სპექტაკლის, "პერპენტუუმ მობილე" პრემიერა გაიმართება, რომლის რეჟისორი გოგა თავაძეა.

ოქტომბრის ბოლოს მესხიშვილის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრთან ერთად, კოპროდუქციას წარმოადგენს.

წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ვთამაშობთ ჯინს" (ჯონ კოუბორნის პიესის მიხედვით) მსახიობების გივი ჩუგუაშვილის და ევა ხუტუნაშვილის მონაწილეობით, რომლის დადგმას რეჟისორი, კოტე აბაშიძე განახორციელებს.

პრემიერები იგეგმება ნოემბერშიც. სპექტაკლს "საფლავის ქვა", რეჟისორი გიორგი სიხარულიძე ცნობილ რეჟისიორ გივი სარჩიმელიძესთან ერთად განახორციელებს. როგორც მესხიშვილის თეატრში ამბობენ, ის საიუბილეო სპექტაკლი იქნება.

მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი სპეტაკლის "ედიტ პიაფის" პრემიერა იგეგმენა, რომელსაც გიორგი სიხარულიძე განახორციელებს.

მესხიშვილის თეატრში კიდევ 4 სპექტაკლის დადგმაზე საუბრობენ და მაყურებელს მდიდარ თეატრალურ სეზონს პირდებიან.

Print