ახალი ამბები
ქუთაისში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს
FaceBook
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, 1992 - 93 წლებში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ცერემონიას იმერეთის სამხარეო გუბერნიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც ესწრებოდა.

დაღუპული გმირები რიგითმა მოქალაქეებმაც მოიხსენიეს.

"არ არსებობს იმაზე დიდი სიტყვები და საქმე როგორიც არის "ვემსახურები უფალს და ვემსახურები საქართველოს". ზუსტად ამ ცხოვრების წესით იცხოვრა იმ ხალხმა და შეეწირნენ უფალს და შეეწირნენ საქართველოს. საუკუნო იყოს მათი ხსენება,"- განაცხადა იმერეთის გუბერბატორმა, გივი ჭიჭინაძემ.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ორი დღის შემდეგ ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი - გალი.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა.

სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, 30-მდე ქართველთან ერთად, დახვრიტეს.

დაუზუსტებელი მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.


Print