ახალი ამბები
სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა
FaceBook
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ორი დღის შემდეგ ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი გალი.

ამ თარიღთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა.

სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, 30-მდე ქართველთან ერთად, დახვრიტეს.

დაუზუსტებელი მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.


Print