ახალი ამბები
ყველაზე აქტუალური სპექტაკლი - მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.

ნიკოლაი გოგოლის "რევიზორის" გიორგი სიხარულიძისეულ ინტერპრეტაციას მაყურებელი 2016 წლის 27 სექტემბერს იხილავს.

მანამდე თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ და დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა პრემიერასა და იმ სპექტაკლებზე ისაუბრეს, რომელთა დადგმაც ამ სეზონზე იგეგმება.

გიორგი სიხარულიძის განცხადებით, "რევიზორი" რაოდენობრივად ყველაზე ბევრჯერ არის დადგმული, რადგან ის სათქმელი, რაზეც ავტორი წერს ყველა დროში აქტუალურია.

"სათქმელი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ყველა დროში. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მოვლენებისთვის, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ. ეს მასალა იძლევა საშუალებას შეგვახსენოს ის მანკიერებები, რომელიც ჩვენ, როგორც საზოგადოებას გაგვაჩნია", - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

"რევიზორის" პრემიერა 27 სექტემბერს 19 საათზე დაიწყება.

Print