ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში მთავარი ადმინისტრატორის პოზიციას ზეკო ხაჩიძე დაიკავებს
FaceBook
ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში პრესკონფერენცია ჩატარდა.

სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა დაწესებულების მომავალ გეგმებსა და სიახლეებზე ისაუბრეს.

პრასკონფერენციაზე საკადრო ცვლილებებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ თეატრში მთავარი ადმინისტრატორის პოზიციას ჟურნალისტი ზეკო ხაჩიძე დაიკავებს.

ის ამ დრომდე წყალტუბოს გამგებლის თანაშემწედ მუშაობდა, მანამდე კი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახლდათ.

ზეკო ხაჩიძე ახალ პოსტზე მუშაობას 2016 წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება.

Print