ახალი ამბები
ქუთაისში ორამაისობას ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ დაუკრავს
FaceBook
ქუთაისში ორმაისობის ტრადიციულ დღესასწაულზე ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად სიახლეებსაც წარმოადგენენ.
მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, საცირკო თუ თეატრალურ წარმოდგენებთან, ნახატების, ფოტოებისა და ყვავილების გამოფენებთან ერთად წიგნის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე სხვადასხვა გამომცემლობები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. ფესტივალზე ასევე, შესაძლებელი იქნება ქართველ მწერლებთან შეხვედრა.
როგორც ორმაისობის პროგრამაშია აღნიშნული, ქუთაისობის დღესასწაულზე ქალაქი ძაღლების საერთაშორისო გამოფენასაც უმასპინძლებს. გამოფენა თბილისის სპორტის სასახლიდან ქუთაისში გადმოინაცვლებს .
ორმაისობას ქუთაისში გაიხსნება ნიკო მარის სახლ -მუზეუმი. ასევე, ოქროს ჩარდახში მოეწყობა მხატვარ ოთარ ქანდარიას ნახატების გამოფენა.
ორამასობის დღესასწაულს კონცერტი დაასრულებს, სადაც სხვა ჯგუფებთან ერთად ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობაც" იმღერებს.
როგორც მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, შესაძლებელია პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
ეკა კუხალაშვილი
Print