ახალი ამბები
ქუთაისში სარაგბო და საფეხბურთო სტადიონები პარლამენტის მიმდებარედ აშენდება
FaceBook
სლოვაკური კომპანია Autokomodex Trnava spol.sro ქუთაისში სამი საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მშენებლობას იწყებს.

ერთ–ერთი მათგანი შერვაშიძის ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

სამუშაოების დაწყების ღონისძიება 2016 წლის 26 სექტემბერს გაიმართება, სადაც შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჩაუშვებს.

სტადიონების მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

ქუთაისის გარდა საფეხბურთო და სარაგბო სტადიონები თბილისსა და რუსთავშიც აშენდება.

პროექტის საერთო ღირებულება 9 410 000 ევროს შეადგენს.

2017 წელს საქართველოში რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდული და ევროპის 19-წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდება.
Print