ახალი ამბები
ქუთაისის ვიცე-მერი თურქეთში მივლინებაზე - ძალიან მიზერული თანხა დავხარჯეთ
FaceBook
ქუთაისის ვიცე მერი, ნოდარ მიქიაშვილი პარტია "თავისუფალი საქართველოს" მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ვიცე-მერის განმარტებით, ის მივლინებაში ანტალიაში, როგორც "ტორპედოს" პრეზიდენტი ისე იმყოფებოდა. რაც შეეხება, მივლინებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას მიქიაშვილი ამბობს, რომ: "საფეხბურთო კლუბს "ტორპედოს" ქალაქის მერია აფინანსებს და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნებოდა მივლინებისთვის გახარჯული თანხები. თუმცა, ჩვენ ძალიან მიზერული თანხა დავხარჯეთ. "ტორპედო" ბოლო ოთხი თამაშია კარგ შედეგებს აჩვენებს და იმედია წულაის ასეთი გამოსვლები მასზე უარყოფითად არ იმოქმედებს", - განმარტა ნოდარ მიქიაშვილმა.
თეკლე მორგოშია
Print