ახალი ამბები
ცესკო ხმის დათვლის პროცესს 360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიით გადმოცემს
FaceBook
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩვენებზე, პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპილოტე პროექტსგანახორციელებს.

ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ცესკოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის პროცესს დააკვირდეს.

ამ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია 360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომლის ტრანსლირება ცესკოს სოციალური ქსელების (facebook, youtube) და ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით მოხდება.

საარჩვენო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი გარანტიაა, ხოლო ინიციატივა,დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

"შემოგვიერთდით და თავად დააკვირდით როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცედურა," – მოუწოდებენ ცესკოში.
Print