ახალი ამბები
იმერეთის სკოლებში ინკლუზიურ განათლებაში 709 მოსწავლეა ჩართული
FaceBook
2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, იმერეთის რეგიონში, ზოგადი განათლების საფეხურზე, ინკლუზიურ განათლებაში 709 მოსწავლეა ჩართული.

მათ შორის, ქუთაისის საჯარო სკოლებში 179 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ირიცხება.

2016 წელს ივნისი-სექტემბრის პერიოდში, იმერეთის რეგიონიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის მიზნით, განათლების სამინისტროში 22 მიმართვა შევიდა, მათ შორის ქუთაისიდან - 5 მიმართვა.

უწყების ინფორმაციით, 21 მათგანი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება დადასტურდა, ხოლო ერთი მოსწავლე - მომლოდინე რეჟიმშია.

შეფასებული პირებიდან - 14 მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასშია დარეგისტრირებული.

ყველა მათგანი, ახალ სასწავლო წელს, ინკლუზიურ განათლებაში ჩაერთვება.


Print