ახალი ამბები
გერმანული ქველმოქმედება ქუთაისში
FaceBook
გერმანელმა ქველმოქმედებმა, გერჰარდ და კარინ მიულერებმა, ქუთაისში 300 ოჯახს სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია ხარაზოვის ბაღში სოციალურად დაუცველებისთვის მოეწყო.

ჰუმანიტარული დახმარების სახით საჭირო ნივთები, ქუთაისის გარდა, იმერეთის რამდენიმე რაიონის მცხოვრებსაც გადაეცა.

"ქართულ-გერმანული ცენტრის" ორგანიზებით მიულერების ოჯახი ქუთაისს ხშირად სტუმრობს. მათ ქალაქში ათეულობით საქველმოქმედო აქცია აქვთ გამართული.

ამასთანავე, მიულერები და კიდევ რამდენიმე გერმანელი, ქუთაისში 40 ოჯახს ყოველთვიურად გარკვეული თანხით ეხმარება.


Print