ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ტურისტულ ვებ-გვერდს შესაძლოა მობილური აპლიკაცია დაემატოს
FaceBook

ტურისტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მობილური აპლიკაციის შექმნისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.


7 500 ლარიანი სახელმწიფო შესყიდვა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გამოცხადდა.

განაცხადების მიღება კი 28 სექტემბერს დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მობილური აპლიკაცია უნდა იყოს თავსებადი IOS და Android სისტემასთან, ასევე, აპლიკაციის ზომები უნდა შეესაბამებოდეს, როგორც მობილურის, ასევე პლანშეტის ზომებს.

დიზაინი საიტის www.kutaisi.travel მსგავსი უნდა იყოს და ის ქართულ, ინგლისურსა და რუსულ ენებზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

აპლიკაციაში უნდა იყოს ინტეგრირებული ე.წ. "ფუშ ნოტიფიკაციები", რომელიც საშუალებას მისცემს "შემსყიდველს" მომხმარებელს აცნობოს სიახლეების შესახებ. "ფუშ ნოტიფიკაცია" მომხმარებელმა უნდა მიიღოს იმისდა მიუხედავად, ჩართული ექნება თუ არა აპლიკაცია.

რაც შეეხება მოდულებს: რუკა, მგზავრობა, უნდა ნახო, განთავსება, კვება, აქტივობები, ღვინო და სამზარეულო, ისინი უნდა გამოჩნდეს, როგორც offline, ასევე online რეჟიმში.

ტენდერზე განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დასრულდება.

დოკუმნეტაცის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მობილური აპლიკაციის შექმნა და მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.

 

Print