ახალი ამბები
არ ხართ ვალდებული გასცეთ მონაცემები – გაფრთხილება ამომრჩევლებს
FaceBook
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი ამომრჩევლებს რეკომენდაციებს აძლევს.

უწყება მოქალაქეებს მათი უფლებების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

"სხვადასხვა პირები პერსონალური მონაცემების მოპოვებას ცდილობენ, ეკითხებიან პირად ნომერს, ასაკს, სთხოვენ ხელმოწერას სხვადასხვა დოკუმენტზე ან იმის თქმას, თუ ვის აძლევენ ხმას. თუ ასეთი თხოვნით თქვენც მოგმართეს, იცოდეთ, რომ, არ ხართ ვალდებული გასცეთ მონაცემები და არავის აქვს უფლება გაიძულოთ მათი გამჟღავნება", - ნათქვამია აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ ამომრჩევლებს, რომლებიც გადაწყვეტენ პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს თავიანთი მონაცემები გააცნონ, უწყება კონკრეტულ რეკომენდაციას აძლევს.

"ინფორმაციის გაცემამდე გაქვთ უფლება მოითხოვოთ განმარტება, ვინ და რა მიზნით აგროვებს თქვენს მონაცემებს და რისთვის აპირებს მომავალში მათ გამოყენებას. თუ დოკუმენტზე ხელმოწერას გთხოვენ, თქვენ გაქვთ უფლება გაეცნოთ სრულ ტექსტს და შესაბამისად, მიიღოთ გადაწყვეტილება.
თქვენ გაქვთ უფლება არ გაამჟღავნოთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონაცემები მათთან შეთანხმების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

პერონალური მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური უფლება მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს.





Print