ახალი ამბები
ძარცვის ფაქტი ქუთაისის სასაფლაოზე
FaceBook
ქუთაისში, საფიჩხიაზე არსებულ სასაფლაოზე, გარდაცვლილთა საფლავის ქვიდან ლატუნისგან დამზადებულ წარწერებს იპარავენ.
როგორც საფიჩხიის სასაფლაოზე მყოფები განმარტავენ, საფლავების ძარცვისა და შეურაცყოფის ფაქტები ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ფიქსირდება.
"ძალიან ბევრი საფლავიდან მოხსნეს ლატუნისგან და სპილენძისგან დამზადებული წარწერები, ალბათ ჯართში აბარებენ შემდეგ მოგროვებულ მასალას და ხუთი ლარის გულისთვის, ასე უსახელოდ და უგვაროდ ტოვებენ მიცვალებულებს,"- ამბობენ საფიჩხიის სასაფლაოზე მყოფი მოქალაქეები.
ვანდალიზმისა და სასაფლაოების ძარცვისგან დასაცავად, ქუთაისის სასაფლაოებზე დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
ქუთაისში სასაფლაოებზე პასუხისმგებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ძარცვის ფაქტებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებენ.
"ყარაული არ არის სასაფლაოებზე, თუმცა კიდეც რომ იყოს, ძნელია 80 ჰექტარი მიწის ფართი გააკონტროლი. ძარცვის ფაქტებზე რეაგირება პოლიციამ უნდა მოახდინოს და არა ჩვენ,"- განმარტავენ შპს "ქართულ ტრადიციებში".
ანა ჯანაშია
Print