ახალი ამბები
"შეჩერებული წამი" - ბათუმელი ბავშვების ფოტოგამოფენა ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
პროექტის "შეჩერებული წამი" ფარგლებში ქუთაისში ბათუმელი ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო.
ექსპოზიციაში 13 ნორჩი ფოტოხელოვანის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

გამოფენაში, ასევე, ქუთაისელი მოზარდები, თავიანთი ფოტო შემოქმედებით, მონაწილეობდნენ.

"ამ პროექტის მიზანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდთა ფოტოხელოვნებით დაინტერესება, მათი შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება, თვითრეალიზაციისა და მოტივაციის ამაღლება. ასევე, ბავშვებს შორის კონტაქტების დამყარება და დაახლოება," – განმარტა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია სირაბიძემ.

პროექტი "შეჩერებული წამი" სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ორგანიზებით განხორციელდა.

მსგავსი გამოფენა პირველად ბათუმში მოეწყო.







Print