ახალი ამბები
"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის"- ქუთაისის 15 საარჩევნო უბანზე 130 გარდაცვლილია რეგისტრირებული
FaceBook
"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის # 48 -ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, ამავე ოლქში მკვდარი სულებია რეგისტრირებული.

"ჩვენ გადავამოწმეთ 15 საარჩევნო უბანი და 130 მკვდარი სული აღმოჩნდა სიაში. ერთი ქალბატონი 8 წლის წინ არის გარდაცვლილი. იმის ნაცვლად, რომ სიაში შეიყვანონ ის ადამიანები, ვინც 1 აგვისტომდე ვერ მოასწრო საკუთარი თავის რეგისტრირება, მკვდარი სულები ყავთ შეყვანილი", - აცხადებს თემურ ცამციშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდატმა უბნებზე აღმოჩენილი გარდაცვლილთა სიებიც წარმოადგინა და საოლქო საარჩევნო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდა.

ქუთაისის # 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სიებთან დაკავშირებით პრობლემების არსებობაზე მიუთითებენ. კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი ამბობს, რომ თუ პარტიები და მოქალაქეები მიაწოდებენ ინფორმაციას, ისინი მზად არიან სიებში ცვლილებები შეიტანონ.

"გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა უნდა შეავსონ სპეციალური ბლანკი და გვაცნობონ მათი ახლობლის გარდაცვალების შესახებ. ამასთანავე, თუ პარტიები მოგვაწვდიან მსგავს ინფორმაციას, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის",- განაცხადა ოსეფაიშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირების მოუხედავად, გარდაცვლილთა ნაწილი სიებში მაინც დარჩეს. თუმცა, მისივე თქმით, ეს ფაქტი არჩევნებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

ქუთაისის # 48-ე ოლქში 41 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული.

Print