ახალი ამბები
გალერეა "ვარლაში" საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა
FaceBook
გალერეა "ვარლაში" მხატვართა ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა, რომელსაც ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონალური ორგანიზაცია აწყობს.

საგამოფენო დარბაზში იმერეთის მუნიციპალიტეტების მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა.

ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება - ყველა ამ ჟანრში შესრულებული ნამუშევარი იმერეთის სხვადასხვა კუთხის და თაობის არტისტებმა წარმოადგინეს.

"ყველა თაობის მხატვარია წარმოდგენილი. დიდი მრავალფეროვნებაა, როგორც ჟანრული, ისე თემების თვალსაზრისით ", - აღინიშნა გამოფენაზე.

დამთვალიერებელი 60 მხატვრის 110 ნამუშევარს ორი კვირის განმავლობაში გაეცნობა.

გალერეა "ვარლაში" საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენები ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. მასში იმერეთის რეგიონში მოღვაწე მხატვრები მონაწილეობენ.

"ვარლას" მხატვართა ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა.
ქუთაისის იმერეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაციის
Print