ახალი ამბები
ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა
FaceBook
ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკაში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება

ახალ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ყველა ტიპის როგორც გეგმიურ ისე გადაუდებელ მომსახურებას მიიღებს. ცენტრტში 14 საწოლია განთავსებული, აქედან 3 სარეანიმაციოა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ულტრაბგერითი,რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ.

ცენტრის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულებამდე ხარაგაულში გეგმიური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები მოქმედებდა და შეუძლებელი იყო სრული სამედიცინო დახმარების გაწევა პაციენტებისთვის.

Print