ახალი ამბები
ქალები მაცდუნებლიდან ემანსიპირებულობამდე - დისკუსია ქუთაისის მედიაცენტრში
FaceBook
კინოგმირი ქალები წარსულიდან დღემდე - აღნიშნული საკითხი იქცა დისკუსიის თემად ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში.
ცენტრმა მორიგი ღონისძიება მსოფლიო კინოგმირ ქალებს დაუთმო.
კინომცოდნე თამთა თურმანიძემ მიმოიხილა ის გრადაციები, რაც განიცადა ქალი გმირების სახეებმა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან თანამედროვე ეპოქამდე.
"კინო მასობრივ ხასიათს ატარებს და ყველაზე უკეთ გრძნობს კონკრეტული ეპოქის სულისკვეთებას. რა უნდა ამ დროს საზოგადოებას, რა არის მისთვის მტკივნეული.
ისევე როგორც თავად კინემატოგრაფზე მოქმედებს დროის მოთხოვნები ასევე კინოც კარნახობს თავის სტილს და მიმდინარეობებს. ქალის სახე
საინტერესოდ ტრანსფორმირდებოდა ათწლეულების მანძილზე. ყველა ეპოქას ჰყავდა თავისი კონკრეტული ქალი გმირი, რომელიც ქმნიდა საკუთარი ეპოქის სახეს", - აღნიშნა თამთა თურმანიძემ.
საბედისწერო, მაცდუნებელი ქალიდან ემანსიპირებულ პერსონაჟამდე ქალ გმირებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუხდათ.
შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ ამ კინოგმირი ქალების სახეებს უმეტეს შემთხვევაში მამაკაცები ქმნიდნენ, თუმცა "ქალებმა გადაფარეს მათი "შემქმნელი" მამაკაცები და პიგმალიონის მითი არაერთხელ გათამაშდა მსოფლიო კინოში", - განმარტა თურმანიძემ.
ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი ჟურნალისტთა ქსელის ფარგლებში ფუნქციონირებს საქართველოს 8 ქალაქში.
ცენტრი აღნიშნულ ღონისძიებებს , "ერთად გენდერული თანასწორობისთვის", პროექტის ფარგლებში განახორციელებს.
ეკა კუხალაშვილი

Print