ახალი ამბები
კინჩხას ჩანჩქერზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
FaceBook
დაცული ტერიტორიების სააგენტო კინჩხას ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილი ჩანჩქერზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მინისტრი ოკაცეს კანიონზე, ვიზიტორთა ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ახალი საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა.

გიგლა აგულაშვილი, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასა და მონადირეებსაც შეხვდა.

მინისტრი მათ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით შეშით მომარაგების, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზების და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ ესაუბრა.
Print